среда, 9 июля 2014 г.

meningiti

მენინგიტი

მენინგიტი meningitis - ტვინის გარსების ანთება.მენინგიტი
მენინგიტი meningitis – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადების გამომწვევია სხვადასხვა ბაქტერიები, ვირუსები, რიკეტსიები, სოკოები. ანთებითი პროცესი ვრცელდება ტვინის რბილ, არაქნოიდულ და მათთან დაკავშირებული პარკუჭთა სისხლძარღვოვან წნულებზე;
ირღვევა თავ-ზურგტვინის სითხის შეწოვა და ცირკულაცია, რაც იწვევს ქალაშიდა ჰიპერტენზიის განვითარებას. პროცესში შესაძლოა ჩაერთოს თავისა და ზურგის ტვინის ნივთიერება, ფესვები, ქალას ნერვები, ტვინისსისხლძარღვები. პირველადი მენინგიტები მიმდინარეობენ როგორც დამოუკიდებელი დაავადებები, მეორადი – წარმოადგენსსომატური დაავადების გართულებას. მენინგიტებისათვის დამახასიათებელია მენინგეალური სინდრომი: თავის ტკივილი, ღებინება, კეფის კუნთების რიგიდობა, კერნიგისა და ბრუძინსკის სიმპტომები, ზოგადი ჰიპერესთეზია, მაღალი ტემპერატურა, თავ-ზურგტვინის სითხის ანთებითი ხასიათის ცვლილებები. სიმპტომების გამოხატულება ფართოდ ვარირებს დაავადების წარმოშობისა და ცალკეული სტადიის მიხედვით. Read the rest of this entry »

Комментариев нет:

Отправить комментарий